19 ოქტომბერს, კომპანია Google და Samsung, ჰონგ-კონგში Android-ის ახალი ვერსიის - Ice Cream Sandwich-ის პრეზენტაციას გამართავენ. ეს მათი პირველი ერთობლივი სმარტფონია.
როგორც TechCrunch-ი იტყობინება, 13 ოქტომბერს, Google-ის გენერალურმა დირექტორმა ლარი პეიჟმა განაცხადა, რომ სმარტფონი ბაზარზე უახლოეს დღეებში გამოჩნდებოდა.