დღეს, 18 ოქტომბერს, საბერძნეთში გაფიცვები გაგრძელდება. გაფიცვას გააგრძლებენ სახელმწიფო მედიასაშუალებები, რომლებიც მეხუთე დღეა არ გადმოსცემენ ახალ ამბებს. დღეიდან კი მაუწყებლობას შეწყვეტენ კერძო ტელეარხები, ოთხშაბათს ქვეყანაში არ გამოვა გაზეთები.
18-19 ოქტომბერს გაიფიცებიან ბანკები. მეორე დღეა შეწყვეტილია საბორნე მიმოსვლა.
20 ოქტომბერს ორი კვირა გახდება, რაც გაფიცულები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
20 ოქტომბრის ჩათვლით გაიფიცებიან საგადასახადო სამსახურების თანამშრომლები.
გაფიცულები არიან იურისტები, ხოლო სავადმყოფოებში მხოლოდ მორიგე პერსონალი იმყოფება.
გუშინ ერთდღიან გაფიცვა გამართეს პოლიციელებმა, მეხანძრეებმა და სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა.
ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სექტორის პროფკავშირებმა 19-20 ოქტომბერს 48 საათიანი გაფიცვის შესახებ გამოაცხადეს. გაფიცვა ქვეყნის პარლამენტში ხარჯების შემცირებას ნაცვლად საერთაშორისო კრედიტების მიღებასთან დაკავშირებული საკითხის კენჭისყრას დაამთხვიეს.
წინასწარი ინფორამაციით, არ იმუშავებენ დაწესებულებები, საავადმყოფოები, ბანკები, სკოლები და უნივერსიტეტები. შეფერხებით იმოძრავებს საზოგადეოებრივი ტრანსპორტი. ქვეყანაში ორი დღით შეწყდება საავიაციო მიმოსვლა.
ქვეყნის პოლიცია ათენში მასობრივი მსვლელობებისა და არეულობებისთვის ემზადება.
შეგახსნებთ რომ დეფოლტის წინაშე მდგარი ქვეყნის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მიიღოს კანონი, რომელიც შესაძლებელს გახის ხელფასებისა და პენსიების შემცირებას. ასევე სახელმწიფო სექტორში დასაქმებული 30 ათასი ადამიანის დათხოვნას.
მასალის გამოყენების პირობები