18 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, ბათუმის დრამატულ თეატრში მართლმადიდებლური ფილმების VI საერთაშორისო ფესტივალი - "წმინდა ანდრიას ჯვარი" - გაიმართება. ფესტივალი წელს მეექვსედ ტარდება და მასში მონაწილეობას მართლმადიდებლურ თემატიკაზე შექმნილი სხვადასხვა ჟანრის ქართული და უცხოური ფილმები მიიღებენ: მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, სტუდენტური.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მართლმადიდებლურ თემატიკაზე შექმნილი ტელეფილმები, ტელეპროგრამები, სარეკლამო რგოლები და კლიპები. ფესტივალზე წარმოდგენილ ფილმებში აქცენტი ეთნოგრაფიაზედაც არის გაკეთებული.
ფესტივალი აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ტარდება.