"ყველაფერში ფულს თავად ვიხდი", _ განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა ანდრეი ლუგოვოიმ, რომელსაც ბრიტანელი გამომძიებლები ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლაში ადანაშაულებენ "ბი-ბი-სი" სათვის მიცემულ ინტერვიუში ლიტვინენკოს ქვრივის მარინა ლიტვინენკოს განცხადების კომენტირებისას, რომლის მიხედვით, მისი მეუღლის მკვლელობაში მთავარი ეჭვნიტანილის დაცვას რუსეთის ხელმწიფო აფინანსებს. ეს განცხადება მარინა ლიტვინენკომ გაზეთ "Mail on Sunday" -სთან საუბრისას გააკეთა.
რუსეთის დუმის დეპუტატმა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი 2006 წლის ნოემბერში "ეფ-ეს-ბეს" ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში ადანაშაულებს ასევე აღნიშნავს, რომ ადვოკატების მომსახურების თანხას, იგი თავისი საბანკო ანგარიშიდან რიცხავს.
"ეს განცხადება მეტყველებს იმაზე, თუ რა საშინლად შეუძლიათ ამ ადამიანებს იცრუონ", _ განაცხადა ლუგოვოიმ.
მასალის გამოყენების პირობები