ონკოლოგიური დაავადება, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტს უგო ჩავესს აქვს, დაავადების მკურნალობის კეთილად დასრულების საშუალებას არ იძლევა, ისეთი დიაგნოზით პაციენტს მხოლოდ ორი წელიწადი შეუძლია იცოცხლოს. ეს განცხადება მექსიკურ გამოცემა "Milenio Semanal"-თან საუბარში ვენესუელაში უგო ჩავესის ექიმმმა სალვადორ ნავარეტემ გააკეთა.
"მიმაჩნია, რომ ჩავესის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროგნოზი დამაიმედებელი არ არის და როდესაც ამას ვამბობ, ეს ნიშნავს, რომ მას ორი წლის სიცოცხლე დარჩა", _ განაცხადა ქირურგმა, რომელიც 2002 წლიდან ჩავესის მკურნალ ექიმთა სიაში შედიოდა.
მისივე თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც მას ჩავესის ოჯახიდან აქვს უგო ჩავესს სიმსივნე მენჯის მიდამოებში აქვს, სწორედ "ამიტომაცაა, რომ მკურნალობის დროს ასეთი აგრესიული ქიმიოთერაპია გამოიყენება".