მასშტაბური დაკავება მოხდა თურქეთში. ქვეყნის სასაზღვრო დაცვამ ანატალიასთან ახლოს 160 არალეგალი დააკავა, რომლებიც თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებში გადასვლას არაკანონიერი გზით ცდილობდნენ.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს შორის 10 ბავშვი და ქალია. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში სამედიცინო შემოწმებას გადიან.
დამატებითი დეტალები დაკავების შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება, ასევე დაუდგენელია არიან თუ არა დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც.
ცნობისთვის, 2011 წლის განმავლობაში თურქმა სამართალდამცავებმა 23 ათასი არალეგალი ემიგრანტი დააკავეს.