29 დეკემბერს, ვერის ბაღში, მერაბ კოსტავას ძეგლთან, მოძრაობა "თეთრები~ და მისი ლიდერი თემურ შაშიაშვილი "ღირსების ულტიმატუმში" წარმოდგენილი საკითხების გაცნობის მიზნით, მოსახლეობას შეხვდებიან.
როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, ხელისუფლებას პრესისა და ტელევიზიის საშუალებებით შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა "ღირსების ულტიმატუმში~ წარმოდგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, დოკუმენტში წამოჭრილი არც ერთი ელემენტარული საკითხი დღემდე არ არის გადაწყვეტილი, მედიასაშუალებებში კი ვრცელდება ხელისუფლების განცხადებები სხვადასხვა სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შესახებ.
"მოძრაობა "თეთრებმა~ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს შეხვედრები მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებთან "ღირსების ულტიმატუმში~ წარმოდგენილი საკითხების გაცნობისა და განხილვის მიზნით", - აღნიშნავენ პრესცენტრში.