საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ყოფილი ხელმძღვანელი ფრანსუა ოლანდი პრაიმერიზის მეორე ტურში ლიდერობს.
კვირას გამართული პრაიმერიზის წინასწარი მონაცემებით ოლაანდმა ხმების 56%-ზე მეტი მიიღო და უსწრებს თავის კონკურენტს მარტინ ობრის.
თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ოლანდის გამარჯვება პრაიმერიზის საორგანიზაციო კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს.
პრაიმერიზის გამარჯვებული გაზაფხულზე გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალისტური პარტიიდან ამჟამიდელ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის დაუპირისპირდება.