დღეს, 17 ოქტომბერს, საბერძნეთში გაფიცვების კვირა იწყება. პარალელურად კი საერთაშორისო ძალისხმევა მიმართულია 350 მილიარდიანი ვალის გამო ქვეყნის დეფოლტისგან გადასარჩენად. ქვეყნის ხლისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტების მიღების სანაცვლოდ გაატაროს მკაცრი ზომები ხარჯების შესამცირებლად.
ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სექტორის პროფკავშირებმა 19-20 ოქტომბერს 48 საათიანი გაფიცვის შესახებ გამოაცხადეს. გაფიცვა ქვეყნის პარლამენტში ხარჯების შემცირებას ნაცვლად საერთაშორისო კრედიტების მიღებასთან დაკავშირებული საკითხის კენჭისყრას დაამთხვიეს.
წინასწარი ინფორამაციით, არ იმუშავებენ დაწესებულებები, საავადმყოფოები, ბანკები, სკოლები და უნივერსიტეტები. შეფერხებით იმოძრავებს საზოგადეოებრივი ტრანსპორტი. ქვეყანაში ორი დღით შეწყდება საავიაციო მიმოსვლა.
ქვეყნის პოლიცია ათენში მასობრივი მსვლელობებისა და არეულობებისთვის ემზადება.
დღეს გაფიცვას გააგრძლებენ სახელმწიფო მედიასაშუალებები, რომლებიც მეოთხე დღეა არ გადმოსცემენ ახალ ამბებს. სამშაბათიდან კი მაუწყებლობას შეწყვეტენ კერძო ტელეარხები, ოთხშაბათს ქვეყანაში არ გამოვა გაზეთები.
მეხუთე დღეა გაფიცულები არიან იურისტები, ხოლო სავადმყოფოებში მხოლოდ მორიგე პერსონალი იმყოფება.
20 ოქტომბერს ორი კვირა გახდება, რაც გაფიცულები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
17-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით გაიფიცებიან საგადასახადო სამსახურების თანამშრომლები.
დღესვე ერთდღიან გაფიცვას გამართავენ პოლიციელები, მეხანძრეები და სანაპირო დაცვის თანამშრომლები.
17-18 ოქტომბერს შეწყდება საბორნე მიმოსვლა.
18-19 ოქტომბერს გაიფიცებიან ბანკები.
შეგახსნებთ რომ დეფოლტის წინაშე მდგარი ქვეყნის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მიიღოს კანონი, რომელიც შესაძლებელს გახის ხელფასებისა და პენსიების შემცირებას. ასევე სახელმწიფო სექტორში დასაქმებული 30 ათასი ადამიანის დათხოვნას.