თეირანი სათანადო პასუხს გასცემს დასავლეთის ქვეყნების „ყველა მიუღებელ" ნაბიჯს ირანის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების გამო - ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის მიზნით შეთქმულების ორგანიზებასთან დაკავშირებით. ამის სესახებ ირანის ლულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰამეინმა განაცხადა.
„ირანის წინააღმდეგ ყველა მიუღებელ ქმედებაზე, როგორც პოლიტიკურ სფეროში, ასევე უსაფთხოების სფეროში, იქნება საპასუხო ნაბიჯები ირანელი ხალხის მხრიდან", - განაცხადა აიათოლა ჰამეინმა ირანის სახელნწოფო ტელევიზიაში.
ირანის წარმომადგენელთა განცხადებით, ბრალდებას იმის შესახებ, რომ ორ ადამიანს, რომებიც კავშირში იყვნან ირანის სპეცსამსახურებთან სურდათ ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩის ლიკვიდაცია არავითარი საფუძველი არ გააჩნიათ და „ის მოფიქრებულია მსოფლიო არენაზე თეირანის იზოლირებითვის".