ლიბიის დამხობილი ლიდერის, მუამარ კადაფის, ერთგულმა ძალებმა ქალაქ სიტრთან კონტრშეტევა განახორციელეს და დროებითი გარდამავალი საბჭოს ძალებს ქალაქიდან ორი კილომენტით უკან დაახევინეს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, კადაფის ძალების შეტევას წინ უძღოდა ძლიერი სარაკეტო დაბომბვა.
ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დროებითი გარდამავალი საბჭოს ძალები, რომლებმაც მძიმე შეიარაღების შევსება მიიღეს, სამრეწველო ქალაქ ბანი ვალიდს უტევენ.