სასულიერო პირმა თამაზ ჩოხელმა "მამის იავნანაზე" ლექსი დაწერა, რომელსაც მარტო მამები იმღერებენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, ავტორმა ეს ლექსი არა მარტო ხორციელ, არამედ სულიერ შვილებსაც დაუწერა.
ლექსზე სიმღერა "ქართული ხმების" წევრმა დავით არჩვაძემ შექმნა.
"ძირითადად, დედის "იავნანა" ვიცით. ამ ლექსზე დაწერილს სიმღერას კი "ქართული ხმები" და "თეატრალური კვარტეტი" იმღერებს. ლექსი იმდენად ზღაპრული, ტკბილი და ლამაზია, რომ ძალიან განსხვავებული სიმღერა შეიქმნა. "მამის იავნანა" მარტო მამამ უნდა იმღეროს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" არჩვაძემ.
მამა თავმაზ ჩოხელს არაერთი ლექსი აქვს შექმნილი, მათ შორის, "დედის მონატრება", რომელიც მალე მუსიკად აჟღერდება და "ქართული ხმები" შეასრულებენ.
მამა თამაზ ჩოხელი "ჯვრის მამაში" მოღვაწებს.