ლაშა ღლონტის დისკის "მონატრებიხარ ფიქრებს" პრეზენტაცია სოლოკონცერტზე მოეწყობა. ამის შესახებ მომღერალმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
"ერთ კვირაში ჩემი ახალი დისკი იქნება მზად, რომელშიც 22 სიმღერაა შესული და სათაურად "მონატრებიხარ ფიქრებს" დავარქვი. შესულია ჩემი სიმღერები მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. დისკის ტელეპრეზენტაცია გაიმართება, ოფიციალური პრეზენტაცია კი სოლოკონცერტზე იქნება, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მომღერალმა.
ღლონტი სოლოკონცერტს მეგობრებთან ერთად გამართავს. კონცერტში "ქართული ხმები", "ალილო", "თეატრალურის კვარტეტი", "შვიდკაცა" და სოლომომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.