სირია შესაძლოა არაბთა ლიგიდან გარიცხონ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "არაბთა ლიგის" წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში იმსჯელებენ.
ლიგიდან გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში სირიის ხელისუფლების მიერ საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენების გამო დადგა. რამდენიმე ხნის წინ "არაბთა ლიგამ" მოსთხოვა ბაშარ ალ ასადს, რომ შეეწყვიტა ძალადობრივი ქმედებები დემონსტრანტების მიმართ.
სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანამ სირიიდან საკუთარი ელჩებიც კი გაიწვია.
შეგახსენებთ, რომ სირიაში არეულობები მარტში დაიწყო. ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადაყენებას მოითხოვს. გაეროს ინფორმაციით, არეულობებს 3000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.