იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ პირობა დადო მკაცრად დასაჯოს რომში არეულობების ინიციატორები. საპროტესტო აქციისას, რომელიც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და ბანკების წინააღმდეგ გაიმართა, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. 70-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღო, მათგან სამის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებმა დაარბიეს მაღაზიები, ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს და ქალაქის ინფრასტრუქტურად სხვადასხვა სახის ზიანი მიაყენეს.
ანალოგიური აქციებმა, რომლებიც მიმართულია უმსხვილესი საფინანსო კორპორაციების წინააღმდეგ, სტარტი" ნიუ იორკში აიღო და მსოფლიოს 82 ქვეყანაში გაიმართა. უმეტეს მათგანში აქციები მშვიდობიანად ჩატარდა.