ჩინეთის პროვინცია სიჩუანში ყოფილმა მღვდელმსახურმა პეკინის მმართველობა თავის დაწვით გააპროტესტა. ინციდენტი კირტის მონასტერთან ახლოს მოხდა. 19 წლის დემონსტრანტმა თავის დაწვამდე, ტიბეტის თავისუფლების მოთხოვნები გააჟღერა. ადამიანის უფლებების დამცველთა განცხადებით,, პოლიციელებმა შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა. მათივე თქმით, მხოლოდ მიმდინარე წელს, 8 სასულეირო პირმა და ყოფილმა მღვდელმსახურმა ანალოგიურად სცადა საკუთარი თავის დაწვა, რის მიზეზადაც ჩინეთის მიერ ტიბეტისადმი უსამართლო პოლიტიკა სახელდება.
მასალის გამოყენების პირობები