იტალიის დედაქალაქ რომში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თავდაცვის სამინისტრო გადაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
დემონსტრანტებმა ჩაამსხვრიეს მაღაზიის ვიტრინები და რამდენიმე ავტომობილიც დაწვეს. პოლიციამ ასეულობით მათგანი დააკავა.
რომში შეკრები ათასობით ადამიანი ქვეყნის პრემიერ მინისტრის სილვიო ბერლუსკონის ფინანსურ პოლიტიკას აპროტესტებს.