მეტროსადგურ ავლაბართან კინოფილმის "მიმინოს" მთავარ გმირთა ძეგლებს მეხუთე პერსონაჟი დაემატება. ამასთან დაკავშირებით გუშინ ძეგლის გაიხსნის დღეს ზურაბ წერეთლმა „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
„ახლა მეხუთე უნდა დავუმატო, ოღონდ ჯერ არ გეტყვით ვინ, როდესაც გახსნაზე საზოგადოებას ვკითხე, ბუბა გაავს ბუბას? ტაში იყო, ე.ი. გავს კიკაბიძეს. ამიტომ , თუ კარგ სიზმარს ნახავთ და მერე მეტყვით რა გავაკეთო მე მზად ვარ გავაკეთო კარგი სიზმარი", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ზურაბ წერეთელმა.
ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ძეგლი ზურაბ წერეთელთან ერთად, საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა, ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა, საკრებულოს თავჯდომარე ზაალ სამადაშვილმა და "მიმინოს" გმირებმა გახსნეს. როგორც ბუბა კიკაბიძემ განაცხადა ამ ძეგლის ადგილი ზუსტად ავლაბარშია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქანდაკებები ჩემთვის, ძალიან მომწონს, ზუსტად არის შერჩეული ადგილი. ის ნამდვილად ავლაბარში უნდა იდგეს", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" კიკაბიძემ.
აღსანიშნავია, რომ ქანდაკება ავლაბრის მოედანზე ოფიციალურად უკვე გაიხსნა და მისი ნახვის საშუალება მსურველებს უკვე აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ წერეთელმა ეს ქანდაკება ჯერ კიდევ 2007 წელს შექმნა. მაშინ ქანდაკება მოსკოვში უნდა დადგმულიყო, თუმცა მისთვის იქ ადგილი არ გამოიძებნა.