მოწევა, პასიური ცხოვრების წესი, სიმსუქნე - ყველაფერი ეს ზრდის გულის პრობლემების ალბათობას. თუმცა არსებობს სხვა უფრო მოულოდნელი ფაქტორები. ინგლისელმა მეცნიერებმა ჩამოთვალეს ყველა ფაქტორი, რაც გავლენას ახდენს გულის ჯანმრთელობაზე.
"თუ თქვენ გყავთ ბევრი უფროსი ძმა, რისკის ჯგუფში იმყოფებით", - დარწმუნებულია პროფესორი გრენდჯერი. ბავშვის ტესტოსტერონის დონე, დედის საშვილოსნოში ყოფნისას, რომელმაც მანამდე უკვე გააჩინა რამდენიმე ვაჟი - მაღალია. უფრო მოზრდილ ასაკში ეს დონე ეცემა. რაც უფრო დაბალია ტესტოსტერონის დონე, მით მაღალია გულის შეტევის რისკი.
მეცნიერთა განმარტებით, დაძინება შუაღამის შემდეგ ასევე სახიფათოა. იაპონელი სპეციალისტები მისაოს კლინიკიდან ამტკიცებენ, რომ ასეთი რეჟიმი აუარესებს არტერიის მდგომარეობას. პროფესორი გრიფინი დასძენს, რომ ადგომაც სწორად უნდა მოხდეს, რათა არ ავნოთ გულს - არ შეიძლება საწოლიდან სწრაფი წამოდგომა.
კემბრიჯელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გულის შეტევების უმრავლესობა ნოემბერზე, დეკემბერსა და იანვარზე მოდის, რაც ხშირი ინფექციებისა და სიცივის გამო ხდება - ამ დროს სისხლძარღვები იკუმშება. ინფარქტის ყველაზე სახიფათო დრო დილის 6 საათია. ამ დროს გული და სისხლძარღვები ადვილად ზიანდება.
ცოლქმური ღალატი ასევე განეკუთვნება ფაქტორს, რომელიც ზრდის გულის შეტევის რისკს. ფლორენციელმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მოღალატე მამაკაცები შედიან მაღალი რისკის ჯგუფში. ამის შესახებ Daily Mail წერს.
სითხის რაოდენობა ორგანიზმში კიდევ ერთი მაჩვენებელია. ადამიანები, რომლებიც დღეში მინიმუმ 5 ჭიქა წყალს სვამენ, რისკავენ გულის ჯანმრთელობით.
გამომცემლობა British Heart Journal-ი წერს, რომ ყურის ბიბილოზე ნაოჭების რაოდენობა მეტად თვალსაჩინო მომენტია. შვედმა მეცნიერებმა დაამტკიცეს,რომ კორონარული გულის დაავადებით ადამიანების 80%-ს 40 წლამდე ასაკში ბიბილოზე ნაოჭები აქვს.