იემენში, პროვინცია შაბვაში განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად "ალ-ქაიდას" მაღალჩინოსანი ბოევიკებია მოკლული. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულ ბოევიკთა შორის არიან ტერორისტული ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის პასუხისმგებელი მაღალჩინოსანი ბოევიკები.
ოპერაციის სხვა დეტალების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ ვრცელდება. კერძოდ, ჯერ ჯერობით არც ისაა ცნობილი ეს ოპერაცია ამერიკის თუ იემენის სამხედროებმა განახორციელეს.
მასალის გამოყენების პირობები