ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე შედარებით მშვიდ რაიონში მდებარე სამხედრო ბაზას, სადაც ამერიკელი და ავღანელი სამხედროები იმყოფებოდნენ თავს თვითმკვლელები დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
თვითმკვლელთა თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაიჭრა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით თავდასხმა ოთხმა თვითმკვლელმა განახორციელა. სამი მათგანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა, მაშინ როდესაც მეოთხემ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ავტომობილში იყო დამონტაჟებული მოქმედებაში მოიყვანა.
ოთხივე თავდამსხმელი დაღუპულია.