დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ლიამ ფოკსი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ტელეკომპანია "სკაი ნიუსის" ინფორმაციით, ფოკსის გადადგომის მიზეზი მინისტრსა და მის უახლოეს მეგობარს ადამ უერიტს შორის მომხდარი სკანდალი გახდა.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, უერიტს არავითარი თანამდებობა არ ეკავა, თუმცა მას თავდაცვის სამინისტროში არავითარი შეზღუდვები არ ექმნებოდა და იგი თავდაცვის მინისტრს საზღვარგარეთ განხორციელებული ყველა ვიზიტის დროს ახლდა.
როგორც ცნობილი გახდა, უერიტი ახდენდა ფოკსის შეხვედრების ორგანიზებას უცხო ქვეყნის მთავრობებსა და კომპანიებთან, რომლებსაც თავდაცვის სფეროში დაინტერესება ჰქონდათ. ამან გააჩინა ეჭვები იმისა, რომ უერიტი იყო მატერიალურად დაინტერესებული კერძო კომაპნიების ინტერესების ლობირებაში. დღეს კი ცნობილი გაცხდა, რომ უერიტის ვიზიტებს საზღვარგარეთ არა მხოლოდ თავდაცის სამინისტრო, არამედ კერძო ფირმებიც აფინანსებდნენ.