ინტერნეტპორტალი "davisvenot.ge" ბათუმში ოქტომბერში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების ნუსხას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 15 ოქტომბერს გონიოს ციხე ბათუმის მართლმადიდებლური ფილმების IV საერთაშორისო კინოფესტივალ "წმინდა ანდრიას ჯვარს" უმასპინძლებს.
18-22 ოქტომბერს დაგეგმილია ოპერატორთა საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს თვალი", რომლის ორგანიზატორებიც არიან ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
20-22 ოქტომბერს კი ბათუმის ხელოვნების ცენტრი პედაგოგების დღისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის საღამოს უმასპინძლებს.