შემოდგომის "არტ-გენი" გონიოს ციხეში 15 ოქტომბერს მოეწყობა. კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ფოლკლორული ანსამბლები, რომლებიც ფესტივალის არსებობის განმავლობაში საუკეთესოდ წარმოაჩენდნენ ქართული ფოლკლორის ტრადიციებს.
ფესტივალის ფარგლებში ხალხური რეწვის გამოფენებიც მოეწყობა, როგორც ადგილობრივი, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
კონცერტში მონაწილეობენ ლენტეხის რაიონის, ჩოლურის თემის ფოლკლორული ანსამბლი "მიჟე ნარი", ონის რაიონის ფოლკლორული ანსამბლი "რაჭა", ახმეტის რაიონის, პანკისის ხეობის ფოლკლორული ანსამბლი "პანკისი", ხარაგაულის რაიონის, სოფ. კიცხის უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი "ოდილა", ზუგდიდის რაიონის ფოლკლორული ანსამბლი "ოდოია", ოზურგეთის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "იადონი", ხელვაჩაურის რაიონის, მაჭახელის ხეობის უხუცესთა გუნდი "მაჭახელა", ქედის რაიონის ფოლკლორული გუნდი "ელესა" და ქორეოგრაფიული ანსამბლი "ფესვები", ბათუმელი ახალგაზრდა პოეტები, ხელვაჩაურის რაიონის ფოლკლორული ანსამბლი "ათძალი", ხელვაჩაურის რაიონის ქორეოგრაფიული ანსამბლი "კოლხეთი", ხელვაჩაურის რაიონის ფოლკლორული ანსამბლი "ნიგალი" და ანსამბლი "ჩვენებურები".
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიება ჩატარდება აჭარის ა/რ მთავრობის და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელშეწყობით.