რეჟისორ ჯანიკ ფაზიევის ფილმის, სახელწოდებით "აგვისტო. რვაში", გადაღება დასრულდა. ამ ფილმს რუსეთის წლის ყველაზე მასშტაბური ფილმის ნომინაციაზე აქვს პრეტენზია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ფილმის გადაღება 2011 წლის მარტში დაიწყო. გადაღებები აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და მოსკოვში მიმდინარეობდა. კინოფილმი ეკრანებზე 2012 წლის თებერვალში გამოვა.
ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა მოსკოველი გოგონას, ქსენიას ირგვლივ ვითარდება, რომელიც ქმართან გაყრის შემდეგ ოჯახური ბედნიერების პოვნას ცდილობს. გოგონა თავისი ახალი მეგობრისგან მიპაჟებას მიიღებს და სოჭში ზაფხულის რამდენიმე დღის გატარებას გადაწყვეტს. ვაჟიშვილს, არტიომს, მამასთან, კავკასიაში გააგზავნის. თუმცა ქსენია მალევე გაიგებს, რომ კავკასიაში, იქ სადაც მან ვაჟი გააგზავნა, საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.
ფილმის ჰოლივუდელი სცენარისტი მაიკლ მ. ლერნერია.