უკრაინის გენპროკურატურა აცხადებს, რომ ქვეყნის უშიშროების საბჭოს მიერ ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს მიმართ მეორე სისხლის სამართლის საქმე კანონიერადაა აღძრული. მეორე საქმის მიხედვით ტიმოშენკოს ბრალი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ედება. ეს განცხადება დღეს უკრაინის გენპროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა იური ბოიჩენკომ გააკეთა.
მეორე სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, იულია ტიმოშენკოს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"საქმე აბსოლუტურად კანონიერადაა აღძრული", _ განაცხადა ბოიჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს იულია ტიმოშენკოს 2009 წელს რუსეთთან გაზოს კონტრაქტების გაფორმების დროს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.