რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საუბრის დროს განიხილეს "პოლიტიკური ურთიერთქმედების" საკითხები.
"სახელმწიფოების მეთაურებმა 19 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილი საბაჟო კავშირის უმაღლესი ორგანოს სხდომისა და მომავალი სამიტების ფარგლებში ინტეგრაციული ურთიერთქმედების საკითხები განიხილეს", _ ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.