სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად, მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე 3 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარზე ნავანეტჰემ პილლეიზე დაყრდნობით ავრცელებს.
პილლეის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სულ მცირე 187 ბავშვია.
"მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკლულია 100 ზე მეტი ადამიანი", _ განაცხადა მან.
შეგახსნებთ, რომ უკვე შვიდი თვეა სირია ანტისამთავრობო გამოსვლების პირობებში ცხოვრობს. საპროტესტო ტალღა მარტის შუა რიცხვებში ქალაქ დერააში დაიწყო და სირიის სხვა რეგიონებზე გავრცელდა. ოპოზიცია პრეზიდენტ ბასარ ასადის გადადგომასა და პოლიტიკურ ცვლილებებს მოითხოვს. აშშ და ევროკავშირი ასადს გადადგომისკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები