აშშ-ს დომინოს ფედერაციის პრეზიდენტი სოხუმში იმყოფება. აფხაზური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მანუელ ოკენდომ აფხაზეთში დომინოს საერთაშორისო ჩემპიონატისათვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა.
"ვაღიარებ, ძალიან შთამბეჭდავია. შესანიშნავი შენობაა, კარგი სათამაშო მაგიდებია, მაღალხარისხიანი მოწყობილობა. ჩემთვის ისიც ცნობილია, რომ გათვალისწინებულია სახსოვარი სუვენირებიც, მაგალითად - სახსოვარი მონეტა. ასეთი არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა სადავ კი ანალოგიური ჩემპიონატები ჩატარებულა", _ განაცხადა აშშ-ს დომინოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მანუელ ოკენდომ სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა : "აშშ-მ რომც ვერ გაიმარჯვოს ამ ჩემპიონატში ჩვენ მაინც სამშობლოში გამარჯვებულები დავბრუნდებით, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენთვის ყველაზე მთავარს - აფხაზი ხალხის მეგობრობას მოვიპოვებთ. მიმაჩნია, რომ ჩემპიონატი, რომელიც აფხაზეთში ჩატარდება ყველაზე საუკეთესო იქნება", _ განაცხადა მანუელ ოკენდომ.
შეგახსენებთ, რომ დომინოს საერთაშორისო ჩემპიონატი სეპარატისტულ აფხაზეთში 18 - 21 ოქტომბერს ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები