აშშ-ში სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში საქართველოს მხარდაჭერი მორიგი განცხადებები გაკეთდა. კომიტეტის სხდომაზე რუსეთში ელჩობის კანდიდატს მაიკლ მაკფოლს მოუსმინეს.
დიპლომატი მოსკოვთან მიმართებით საკმაოდ კრიტიკული იყო. მან იმ ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობებში შეუთანხმებლობის მიზეზია, მათ შორისაა რუსეთის შიდა დემოკრატიის პრობლემები და საქართველოს ოკუპაციის თემაც. მისივე განცხადებით, საქართველო რჩება იმ საკითხად, რაზეც აშშ და მოსკოვი ვერ თანხმდება.
"მიუხედავად ჩვენი ელჩის მცდელობისა დიალოგი რუსეთთან გარკვეულ საკითხებზე წარუმატებელი აღმოჩნდა. მათ შორის მთავარ შეუთანხმებლობას საქართველოს თემა წარმოადგენდა. არ ვართ ოპტიმისტურად განწყობილები, რომ საქმე ამ კუთხით წინ წავა. ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაცია ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ერთობლივ პოლიტიკაზე", _ განაცხადა აშშ-ს მომავალმა ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლიმ.