უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამჯერად საქმე 1990-იან წლებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ეხება. ეს განცხადება უკრაინის უშიშროების საბჭოს მთავარი საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელმა ივან დერევიანკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
უკრაინის ექს-პრემიერს იულია ტიმოშენკოს 11 ოქტომბერს 7 წლით თავისუფლების აღკეთა მიუსაჯეს. მას ბრალად რუსეთთან 2009 წელს გაფორმებული გაზის კონტრაქტების დროს თანამდებობდრივი უფლებამოსილების გადაჭარბება ედებოდა.
აღსანიშნავია, რომ იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რომელის რუსეთში იყო აღძრული ხანდაზმულობის ვადის გამო დაიხურა.