უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ შესაძლოა უკრაინის ექს-პრემიერს იულია ტიმოშენკოს განაჩენი შეუმსუბუქდეს.
უკრაინის ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რომელსაც ამჟამად ქვეყნის პარლამენტი განიხილავს შესაძლებელია ექს-პრემიერისათვის გამოტანილი განაჩენის შემსუბუქება შესაძლებელი გახდეს. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გააკეთა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე იანუკოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ ტიმოშენკოს საქმე ჯერ დასრულებული არ არის, ვინაიდან აპელაციის შეტანაა მოსალოდნელი, ამას გარდა, პარლამენტშიც სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებებიც განიხილება.
"თუ მანამდე შესაბამისი კანონები იქნება მიღებული, სასამართლო მათ გაითვალისწინებს", _ აცხადებს იანუკოვიჩი.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო პრეზიდენტის კანონპროექტი სისხლის სამართლის რიგი იმ მუხლების დეკრიმინალიზაციის შესახებ, რომლებიც ეკონომიკურ დანაშაულს ეხება. ამასთან ერთად, ამ დოკუმენტში არ არსებობს 365 -ე მუხლი (თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების შესახებ) რომლითაც ტიმოშენკო გაასამართლეს.
შეგახსნებთ, რომ იულია ტიმოშენკოს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები