ლონდონში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ყოფილი ოფიცრის ალექსანდრე ლიტვინენკოს გარდაცვალების მიზეზების შესახებ მოსმენები განახლდება. ოფიცერი 2006 წელს გარდაიცვალა. მოსმენებზე უნდა გაირკვეს, თუ რა ფორმატში გაგრძელდება მომავალში გამოძიება - იქნება იგი ნაწილობრივი თუ მასშტაბური.
ეს მოსმენები ლონდონში ლიტვინენკოს მოწამვლიდან მალევე დაიწყო, 2006 წელსვე, თუმცა შემდეგ მათი გაგრძელება გადადეს. სასამართლოს კომპეტენციაში შედის გარკვევა საეჭვო გარემოებებში მომხდარი ძალადობრივი თუ უცაბედი გარდაცვალების შესახებ საქმეების გარკვევისა. კორონერსკის რაიონული სასამართლო გარდაცვალების გარემოებებს სისხლის სამართლის საქმის ჩარჩოებში არ განიხილავს და მას არც დამნაშავეების დასჯა ეხება.
სასამართლოს პირველი სხდომის ჩატარება დახურულ რეჟიმში გადაწყდა, რამაც რუსული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით ლონდონში მდებარე რუსეთის საელჩომ გავრცელებული განცხადებით უკმაყოფილება უკვე გამოხატა.
კორონერმა ენდრიუ რიდმა თავად უნდა გადაწყვიტოს ფართო გამოძიებასა და დაკითხვას ჩაატარებს თუ მხოლოდ ცალკეულს. ლიტვინენკოს ქვრივი კი მარინა თავის მხრივ მოუწოდებს სასამართლოს გამოძიების საზღვრები გააფართოვოს და დასვას კითხვა - ვინ დგას ლიტვინენკოს მოწამვლის უკან და რატომ მოხდა ეს.
ბრიტანელი გამომძიებლები ლიტვინენკოს გარდაცვალებაში მთავარ ეჭვმიტანილად რუსეთის მოქალაქე ანდრეი ლუგოვოის მიიჩნევს. რუსეთის ფედერაცია კი კატეგორიულად უარს აცხადებს ლუგოვოის ბრიტანეთისათვის გადაცემაზე.
მეტოც, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის მიერ მოსკოვში განხორციელებული ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ლონდონს შორის ლიტვინენკოს საქმესთან დაკავშირებით უთანხმოებები რჩება და რომ მთავარ ეჭვმიტანილს რუსეთი ლონდობს არ გადასცემს.
"ეს არასოდეს არ მოხდება, რაც არ უნდა იყოს და ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს და ამას პატივისცემით უნდა მოვეპყრათ",_ განაცხადა მედვედევმა.
რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე ლიტვინენკო, რომელიც 2000 წელს რუსეთიდან წავიდა და ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო 2006 წლის ნოემბერში მოწამლეს. ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ლიტვინენკო პოლონიუმ-210-ით იშვიათი მაღალტოქსიკური რადიოაქტიური ნივთიერებაა მოწამლეს.
ანდრეი ლუგოვოი, რომელიც მოგვიანებით ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან რუსეთის დუმის დეპუტატი გახდა, ამ დანაშაულთან თავის კავშირს უარყოფს.