უკრაინის ოპოზიციურმა პარტიამ, "ცვლილებების ფრონტმა", განაცხადა აქციის - "უკრაინა იანუკოვიჩის გარეშე" - დაწყების შესახებ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა პარლამენტის ექს-სპიკერმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა.
ორგანიზატორების განცხადებით, აქცია არის კიევის პეჩორის სასამართლოს მიერ იულია ტიმოშენკოს მიმართ გამოტანილი ვერდიქტის პასუხი.
ორგანიზატორები ქუჩებში არიგებენ სააგიტაციო ფურცლებს, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ხალხს სამუშაო, ხელფასი, სკოლები, საავადმყოფოები და დემოკრატია წაართვა, რის გამოც ისინი იანუკოვიჩის წინააღმდეგ გამოდიან.
პარტიის აქტივისტები ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის ქალაებში შეაგროვებენ ხელმოწერებს ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ.