ხორვატიამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაასრულა. "შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დეკემბერში მოეწერება", - აღნიშნა კომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ.
შესაბამისად, 2013 წელს ხორვატია ევროკავშირის 28-ე წევრი გახდება. ხორვატია სლოვენიის შემდეგ ყოფილი იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის მეორე ქყვეყანა იქნება, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება.
უნდა აღიშნოს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი მაკედონიამ და ჩერნიგორიამაც მიიღეს.