პარტია
"ედიანნაია როსია" 27 ნოემბერს ყრილობის ჩატარებას გეგმავს, რომელზედაც,
სავარაუდოდ, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრეზიდენტობის
კანდიდატად წამოაყენებენ.
"სავარაუდოდ,
ყრილობის ჩატარებას 27 ნოემბერს ვგეგმავთ, თუ ფედერაციის საბჭო შესაბამის
გადაწყვეტილებას მიიღებს", _ განაცხადა პარტიის პრეზიდიუმის გენერალური
საბჭოს მდივანმა სერგეი ნევეროვმა.
პარტიის
სხდომამდე პარლამენტის უმაღლესმა პალატამ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ
განცხადება უნდა გააკეთოს, რომელთა ჩატარებაც 2012 წლის მარტშია დაგეგმილი.
შეგახსენებთ,
რომ პარტია "ედიანნაია როსიას" მიერ 24 სექტემბერს ჩატარებულ ყრილობაზე
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თანხმობა განაცხადა, პარტიის სიის პირველი
ნომერი ყოფილიყო. მან პუტინს რუსეთის პრეზიდენტად კენჭისყრა შესთავაზა და
განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მზადაა მთავრობაში იმუშაოს.