ბაღდადში მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 60 დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ერაყის შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთმა თვითმკვლელმა ავტომობილი ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მილიციის შენობის განყოფილების წინ ააფეთქა. ანალოგიური ტერაქტი მოხდა, თითმის იმავე დროს სამხრეთ ნაწილში მდებარე მილიციის განყოფილებასთან.
კიდევ ორი აფეთქება მოხდა ბაღდადის დასავლეთ ნაწილში - პირველად დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, შემდეგ კი მეორე ჭურვი მაშინ ამოქმედდა, როდესაც გზაგე მის ახლოს პატრულმა ჩაიარა.
ჯერ-ჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას ამ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
აღსანიშნავია, რომ ორშაბათს მომხდარი აფეთქებების შედეგად ბაღდადში 10 ადამიანი დაიღუპა. გასულ პარასკებს კი 5.
მასალის გამოყენების პირობები