აშშ უკიდურესად შეშფოთებულია იულია ტიმოშენკოსათვის გამამტყუნელებელი განაჩენის გამოტანის გამო და მის გათავისუფლებას მოითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"აშშ უკიდურესად შეშფოთებულია უკრანის ყოფილი პრემიერისათვის იულია ტიმოშენკოსათვის გამამტყუნელებელი განაჩენის გამოტანის გამო, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო დევნის შედეგად გამოიტანეს", _ ნათქვამია განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ ტიმოშენკოს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, ისევე როგორც მისი სასამართლო პროცესი და ოპოზიციის სხვა ლიდერების მიმართ განხორციელებული დევნა, სერიოზულ ეჭვებს ბადებს უკრაინის მთავრობის მიერ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ ერთგულებაში.
"აშშ მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის სწრაფვას დემოკრატიული და აყვავებული ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში და კვლავინდებურად ორმხრვი ურთიერთობების გამყარებას ემხრობა, რომლებიც საერთო ფასეულობებსა და ინტერესებზე იქნება დაფუძნებული. თუმცა უკრაინა ამას ვერ მიაღწევს თუ ქვეყნის ყველა მოქალაქის მიმართ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვისა და გაძლიერების ღონისძიებებს არ გააორმაგებს", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია: "ამასთან დაკავშირებით, აშშ გამოდის მოწოდებით განთავისუფლდეს იულია ტიმოშენკო და სხვა პოლიტიკური და ყოფილი სახელისუფლებო ჩინოვნიკი და მათ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცეთ".