ირანმა საერთაშორისო ნორმები დაარღვია, რითაც აშშ-ს მასზე ზემოქმედების დამატებითი ბერკეტები მისცა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა.
BBC-ის ინფორმაციით, კლინტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანი უფრო მეტად იზოლირებული აღმოჩნდება, მას შემდეგ რაც გაიხსნა შეთქმულება აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩის ადელ ალ-ჯუბეირის მკვლელობის მცდელობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ბრალი წაუყენეს ირანის ორ მოქალაქეს, რომლებიც ისრაელისა და საუდის არაბეთის საელჩოებთან აფეთქებებს გეგმავდნენ და გადაწყვეტილი ქონდათ აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობა.
მასალის გამოყენების პირობები