ისრაელის ხელისუფლებამ დაამტკიცა მიღწეული შეთანმხება კაპრალ გილად შატილის ნაცვლად ისრაელის ციხეებში მყოფი 1000-მდე პალესტინელის გათავისუფლების შესახებ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაღუმ უკვე დაადასტურა, რომ პალესტინელებთან მიღწეულია შეთანხმება კაპრალის გათავისუფლების თაობაზე.
მისი თქმით, კაპრალი საკუთარ სახლში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.
გავრცელებული ინფორმაციით, კაპრალის სანაცვლოდ ისრაელი უახლოესი კვირის განმავლობაში 450 პალესტინელს გაათავისუფლებს. დარჩენილი ტუსაღები, რომელთა შორისაც 27 ქალია უახლოესი 2 თვის განმავლობაში გათავისუფლდებიან.
შეგახსნებთ, რომ ისრაელის არმიის კაპრალი პალესტინელ ბოევიკებს ტყვედ 2006 წელს ჩაუვარდათ.