რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა გაკვირვება გამოხატა უკრაინის ექს-პრემიერისთვის გამოტანილი განაჩენის გამო. ამის შესახებ პუტინმა განცხადება რუს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"მე არ ვიცნობ სასამართლოს საბრალდებო დასკვნას, არ ვიცი, იქ კონკრეტულად რა წერია, მაგრამ თუ მედიაში გავრცელებული მასალის მიხედვით ვისმჯელებთ, მაშინ განაჩენი რუსეთთან გაზის კონტრაქტის გაფორმების გამოა გამოტანილი", _ განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ "ტიმოშენკოს არაფერზე ხელი არ მოუწერია და კონტრაქტები სუბიექტებმა - "გაზპრომმა" და "ნავთოგაზმა" გააფორმეს".
"მართალი გითხრათ, კარგად არ მესმის, რის გამო მისცეს მას 7 წელი. თუმცა ტიმიშენკო ჩვენთვის და პირადად ჩემთვის არც მეგობარია და არც ნათესავი, მეტიც, იგი პოლიტიკური ოპონენტია", _ განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ ტიმოშენკო ყოველთვის დაასვლეთზე ორიენტირებული პოლიტიკოსი იყო.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ექს-პრემიერს იულია ტიმოშენკოს დღეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალი 2009 წელს რუსეთთან გაფორმებული გაზის კონტრაქტებისას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში დასდეს.