კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ტიმოშენკო დამნაშავედ სცნეს 2009 წელს რუსეთთან გაფორმებული გაზის კონტრაქტებისას თანამდებობრივი უფლებოსილების გადაჭარბებაში.
ასევე სასამართლომ იულია ტიმოშენკოს "ნეფტოგაზის" სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის სანაცვლოდ, 189 მლნ დოლარის გადახდა დაავალდებულა.