საქართველოს პოზიცია რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"ეს პოზიცია ამ ტრიბუნიდან ბევრჯერ გაჟღერდა, ასე რომ ჩვენ ჩვენს პოზიციას ვინარჩუნებთ და ყველაფერი ძველ პოზიციებზე რჩება. დაველოდოთ მოვლენების შემდგომ განვითარებას", - განაცხადა მანჯგალაძემ.