კიევი პეჩორის სასამართლოში უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს განაჩენის კითხვა მიმდინარეობს. "იულია ტიმოშენკოს მიერ რუსეთთან 2009 წელს ხელმოწერილი საგაზო შეთანხემების შედეგად, გაზის საფასური 50 %-ზე მეტით გაიზარდა. ეს "ნავტოგაზ-უკრაინის" ფინანსურმა შემოწმებებმაც დაადასტურა", _ განაცხადა მოსამართლემ როდიონ კირიეევმა განაჩენის კითხვისას.
ამას გარდა, მისივე თქმით, ეს შემოწმებები 2008 წლიდან 2010 წლამდე ტარდებოდა. მოსამართლის განცხადებით 2008 წელს გაზის საშუალო ფასი 1000 კბ/მ -ზე 179, 5 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2009 წელს კი კონტრაქტების ხელმოწერის შემდეგ კი მან უკვე 1000 კბ/მ -ზე 232,9 აშშ დოლარი შეადგინა. "ასე რომ 2009 წლიდან გაზის საფასური 53,8 %-ით გაიზარდა", _ განაცხადა მოსამართლემ.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად იულია ტომოშენკო მომხრეებს გადაკეტილი აქვთ ცენტრალური ქუჩა და სასამართლოს შენობისკენ მიემართებიან.
შეგახსენებთ, რომ ბრალდება იულია ტიმოშენკოსათვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. მას ბრალი 2009 წელს რუსეთთან გაფორმებული გაზის კონტრაქტებისას თანამდებობრივი უფლებოსილების გადაჭარბებაში ედება.
მასალის გამოყენების პირობები