საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2009 წლის III კვარტალში, სამთავრობო სექტორის სესხები 284.9 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ეროვნული ბანკის ვალდებულებები 37.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სებ-იდან აცნობეს, მატება დაფიქსირდა სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებებშიც (36.7 მლნ აშშ დოლარი). 2009 წლის III კვარტალში, შემცირდა მხოლოდ კომერციული ბანკების საგარეო სესხები (102.2 მლნ აშშ დოლარით).