კალიფორნიის შტატის მედიკოსებმა, Apple-ს ყოფილი შეფის, სტივ ჯობსის გარდაცვალების მიზეზის ოფიციალური მოწმობა შეადგინეს, სადაც წერია, რომ სტივ ჯობსის გარდაცვალების მიზეზი პანკრიასის ჯირკვალის კიბო გახდა.
Associated Press წერს, რომ ექიმების განცხადებით, სტივ ჯობსს სიკვდილის მომენტში შეუჩერდა სუნთქვა, რაც კიბომ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ Apple-ის ყოფილი შეფი 6 ოქტომბერს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.