უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო კიევის პეჩორის რაიონულ სასამართლოში მიიყვანეს სადაც დღეიდან ე.წ. საგაზო საქმესთან დაკავშირებით მისი განაჩენის კითხვა უნდა დაიწყოს. გავრცელებული ინფორმაციით, იულია ტიმოშენკოს ავტომობილს მილიციის თანამშრომლები აცილებდნენ, რომლებმაც მისი მომხრეები ავტომანქანამდე არ მიუშვეს.
ტიმოშენკოს სასამართლოში მიყვანას მისი რამდენიმე ასეული მომხრის აქცია სდევდა თან. გავრცელებული ინფორმაციით, ტიმოშენკო სასამართლოს დარბაზში ასევე მილიციელების თანხმებით შევიდა და ჟურნალისტებმა იმის დანახვა ვერ შეძლეს ეკეთა თუ არა ექს-პრემიერს ხელბორკილები.
შეგახსენებთ, რომ ბრალდება იულია ტიმოშენკოსათვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. მას ბრალი 2009 წელს რუსეთთან გაფორმებული გაზის კონტრაქტებისას თანამდებობრივი უფლებოსილების გადაჭარბებაში ედება.
მასალის გამოყენების პირობები