დღეს, 11 ოქტომბერს, 17:00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში, XII სართულზე, ვიცე-პრემიერმინისტრი გიორგი ბარამიძე ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის~ სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს შეხვდება და მათთან ერთად საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებს განიხილავს.
ბარამიძე თავის გამოსვლაში ა.წ. 30 სექტემბერს ვარშავაში გამართული "აღმოსავლეთ პარტნიორობის~ სამიტის შედეგების შესახებ ისაუბრებს.