ვენესუელის პრეზიდენტმა აშშ-ის ხელისუფლება და სამართალდამცავი სტრუქტურები ნიუ-იორკში, უოლ სტრიტზე განხორციელებული "სასტიკი რეპრესიის" გამო მკაცრად გააკრიტიკა. მან მხარი დაუჭირა უოლ სტრიტზე აქციაში მონაწილეებს, რომლებიც უმსხვილესი ფინანსური კორპორაციების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
უგო ჩავესის განცხადებით, უოლ სტრიტის მოძრაობამ აშშ-ში დიდი გამომაურება პოვა და ის ქვეყნის ათ ქალაქზე გავრცელდა. ჩავესი აღშფოთებულია იმ გარემოების გამო, რომ აქტივისტების მნიშვნელოვანი ნაწილი, "რომელთა რაოდენობას აშშ-ის ხელისუფლება არ ასახელებს", ციხეებში იმყოფება.