თურქეთის პოლიცია, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებში სტამბულში მომხდარი სამი ჩეჩენის მკვლელობის საქმეს იძიებს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს დანაშაული ქილერების ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც რუსეთის მთავრობაზე მუშაობენ. ინფორმაციას ამის შესახებ "The Independent"-ი ავრცელებს.
ჩეჩენი მებრძოლები - რუსტამ ალტემიროვი, ზაურბეკ ამრიევი და ბერგ ჰაჯი მუსაევი - სტამბულში 16 სექტემბერს დახოცეს. ყველა მათგანი ჩეჩნეთში რუსეთის მთავრობს წინააღმდეგ იბრძოდა.
სამართალდამცველი ორგანოების ვერსიით, ლიკვიდატორთა ჯგუფი, რომელმაც "მკვლელობაზე ლიცენზია" მიიღო, 8 ან 9 აგენტისაგან შედგებოდა, რომელთა უმეტესობამ, დანაშაულის ჩადენის შემდეგ თურქეთის ტერიტორიიდან ოპერატიულად გასვლა შეძლო. პოლიცია ეჭვობს, რომ მკვლელების ამ ჯგუფთან დაკავშირებული იყო ვინმე ზიაუდდინ მახაევი, რომელსაც სტამბულში მაცხოვრებელი ჩეჩნები ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის "ემისარს" უწოდებენ. კადიროვის პრესსამსახურის უფროსმა უკვე უარყო მტკიცება იმის შესახებ, რომ ისინი ახლოს იცნობენ ერთმანეთს.
სულ ბოლო სამი წლის განმავლოვაში, ბოლო შემთხვევის ჩათვლით სტამბულში სულ მოკლულია ექვსი ჩეჩენი. თანაც ადრე, პოლიცია უბრალოდ შიშობდა, რომ მკვლელობებში რუსეთის სპეცსამსახურები იყვნენ გარეული, ახლა კი ქილერებმა სამხილები დატოვეს, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს, რომ ლიკვიდაცია რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული და იგი პროფესიონალებმა შეასრულეს. ამ ინფორმაციას გამოძიებასთან დაახლოებული წყარო ავრცელებს.
ამას გარდა, გამოცემა, გასულ კვირას უკვე წარდა, რომ ჩეჩნების დახვრეტასთან დაკავშირებულია რუსეთის საიდუმლო სამსახური, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები "სახელმწიფოს მტრების" ლიკვიდაციას უკვეთენ ხოლმე.